Friday, May 27, 2016

პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,,კომპიუტერი როგორც ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი თუ მავნე დამოკიდებულება?!"

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებს პროექტი დაეხმარება კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეების უკეთ აღქმაში.
მონაწილეთა ასაკი: 5 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის აქტუალობა: თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე, კომპიუტერთან ურთიერთობა ხელს უწყობს ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას. მაგრამ დადებითთან ერთად მას გააჩნია ასევე უარყოფითი თვისებებიც რაც ვლინდება ,,კომპიუტერთან მიჯაჭვულობაში"
პროექტის მიზნები და შედეგები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში კომპიუტერი, რომ კომპიუტერის და კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში. მოსწავლეებმა გააცნობიერონ აგრეთვე თუ რა მავნე გავლენას ახდენს ადამიანზე ,,კომპიუტერზე მიჯაჭვულობა" და თუ რამდენად საშიშია მუდმივად ყველაფრის ჩანაცვლება კომპიუტერით.
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.

მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებზე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ ინტერნეტის საშუალებით. წარმოადგენენ პრეზენტაციას მოპოვებული მასალების მიხედვით. გააანალიზებენ კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებს.

 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.

 პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

  • შერჩეული თემის ირგვლივ დავსვამთ რამდენიმე შეკითხვას კომპიუტერის შესახებ.
  • შევქმნით ორ საპროექტო ჯგუფს. ერთი ჯგუფი იმუშავებს ინფორმაციის მოპოვებაზე კომპიუტერის დადებით მხაარეების შესახებ, ხოლო მეორე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის შესახებ.
  • ავირჩევთ  ჯგუფებში ლიდერებს
აქტივობებს გამოვიყენებთ შემდეგი თანმიმდევრობით:
მასალის მოძიება, დამუშავება, მოპოვებული ინფორმაციის აზრობრივად დალაგება, პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი, შეჯამება-დასკვნის გამოტანა, შეფასება

შეფასება:  იხ.რუბრიკა

პროექტის ხელმძღვანელი: ანა ხასია